|
2024-05-01 18:25:29, 450 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მოვუწოდებ სამართალდამცავებს, გამოავლინონ მოთმინება - მესმის, მარტივი არ არის შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე დატოვება
საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და აქ უფლება მშვიდობიან შეკრებასა და გამოხატვაზე განუხრელად არის დაცული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერმა მოუწოდა ყველას, „თავი შეიკავონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან". „მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციელებს, რომლებმაც მასშტაბური ძალადობისა და შეურაცხყოფის მიუხედავად, შეძლებისდაგვარად ეფექტიანად მოახერხეს ძალადობის აღკვეთა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა. რა თქმა უნდა, დღესაც ველით, რომ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის აქცია მიიღებს ძალადობრივ და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. ეს ყველაფერი გამოხატული იქნება, პირველ რიგში, სახელმწიფო შენობების პიკეტირების მცდელობით, პოლიციელებზე ძალადობით და მათი შეურაცხყოფით. საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და აქ უფლება მშვიდობიან შეკრებასა და გამოხატვაზე განუხრელად არის დაცული. ამასთან, მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან. ყველა მოძალადე და სამართალდამრღვევი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს. მოვუწოდებ სამართალდამცავებს, გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება. მესმის, რომ მარტივი არ არის ძალადობისა და შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე დატოვება. თუმცა, ვთხოვ ყველას, მაქსიმალური მოთმინებით დაუპირისპირდნენ მომიტინგეების ნებისმიერ ძალადობრივ თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. სამართალდამცავების მხრიდან ნებისმიერი გადამეტებული ძალის გამოყენება რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოყენებული იქნება საკუთარი ძალადობრივი ქმედებების გადასაფარად. ძალიან მალე დასრულდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რითაც შეიქმნება მყარი საფუძველი საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველყოფისათვის. ამ ქვეყნის საბოლოოდ დამშვიდება არის აუცილებელი პირობა საქართველოს დემოკრატიული სისტემის განმტკიცებისთვის, ეკონომიკის შეუქცევადი განვითარებისა და შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისათვის",- თქვა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)