|
2024-05-01 13:19:22, 435 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - მცემდნენ და მეუბნებოდნენ, რომ შენ გრძელი ენა გაქვს და ხელისუფლებას აკრიტიკებ მუდმივად და იქნებ გაჩერდე
"ხარებას" დაჯგუფების ალყაში მოვხვდი. როცა მირტყამდნენ, მეუბნებოდნენ, რომ შენ გრძელი ენა გაქვს და ხელისუფლებას აკრიტიკებ მუდმივად და იქნებ გაჩერდე, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში, პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ხაბეიშვილი, რომელსაც 30 აპრილს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამბობს, რომ რასაც სამართალდამცველები მისგან მოითხოვდნენ, "არ შეასრულა, რის გამოც უფრო მეტი მოხვდა". "ხარებას" დაჯგუფების ალყაში მოვხვდი. დაახლოებით, 10-15 წუთის განმავლობაში აგრძლებდნენ და როცა მირტყამდნენ მეუბნებოდნენ, რომ შენ გრძელი ენა გაქვს და ხელისუფლებას აკრიტიკებ მუდმივად და იქნებ გაჩერდე. იძახდნენ, რომ მოკალით და მერე თქვით, რომ თავი დაარტყა. ამბობდნენ, რომ მე უნდა მეთქვა, რომ ჩმორი ვარ და ამ შემთხვევაში არ მცემდნენ. თუ ვეტყოდი, რომ ჩმორი ვარ, აღარ დამარტყამდნენ. ცხადია, ეს ფუფუნება არ მივეცი. ამაზე პასუხი როცა მიიღეს, კიდევ უფრო მეტი მომხვდა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)