10:26 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-29 19:58:42, 300 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენი საზოგადოება ერთიანდება იმისთვის, რომ ქვეყანამ თანმიმდევრული და მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა შეინარჩუნოს

“ჩვენი სათქმელი არის ერთი და უმთავრესი, რომ ჩვენი საზოგადოება ერთიანდება იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ თანმიმდევრული და მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა შეინარჩუნოს, იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცოთ ის მთავარი საუნჯე, რაზეც დგას ჩვენი იდენტობა - მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენ ყველანი ერთად უნდა გავერთიანდეთ ამ ღირებულებების ირგვლივ“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე „საყოველთაო სახალხო შეკრებაზე“. 

„ზუსტად ასეთი თანმიმდევრული ნაბიჯებით, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენს საზოგადოებაში უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა, უზრუნველყოფილი იყოს, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც ეფუძნება ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს, რომელიც არის სასიკეთო ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის - ზუსტად ასეთი განვითარებული საქართველო შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics