2024-04-29 13:27:20, 400 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
ზოგიერთი მეტროსადგურის მუშაობასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.
„ექსპრესნიუსი“ განცხადებას სრულად გთავაზობთ:
„გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დედაქალაქში არსებული ყველა მეტროსადგური მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და მგზავრებს ყოველ დღე, 06:00-დან 00:00 საათამდე ემსახურება.
თბილისის მერიასთან დაკავშირებული საკითხების გადამოწმება შესაძლებელია უწყების პრესსამსახურთან. ასევე, შეგიძლიათ, დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),