15:20 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-25 13:10:42, 439 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - ვემზადოთ ხელისუფლების ცვლილებისთვის - ის ერთი ხელის გაწვდენაზეა

ჩვენ ძალიან ბევრი გმირი გვყავს, ამიტომ, ყველანაირი მცდელობა "მონათა აღლუმის" ჩატარების, არის დამამცირებელი სახელმწიფო მოხელეებისთვის,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა კლინიკა "ვივამედიდან" სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას აღნიშნა, "ერთიანობისა და შეტევის დროა".

"ჩვენ ძალიან ბევრი გმირი გვყავს, ამიტომ, ყველანაირი მცდელობა "მონათა აღლუმის" ჩატარების, არის დამამცირებელი სახელმწიფო მოხელეებისთვის. მე მინდა, ვუთხრა მათ - მაქსიმალურად ყველანი ვემზადოთ ხელისუფლების ცვლილებისთვის - ის არის ერთი ხელის გაწვდენაზე. ხომ ხედავთ, როგორ შეიცვალა მსოფლიოს სიტუაცია; ხომ ხედავთ, როგორ უჭირს ამათ პატრონს; ხომ ხედავთ, როგორ შემოდგომის ბუზებივით იკბინებიან. "მონათა აღლუმში" თქვენი ძალით ჩართვით და ჩამოყვანით, ისინი გამცირებენ თქვენ, ამცირებენ თქვენს ოჯახებს... 

ჩვენი ამოცანა არის დღეს ერთიანობა და შეტევა... ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ ძალის გამოყენების საშუალება. წავყვეთ ჩვენს ახალგაზრდობას. ისინი სწორ გზაზე დდგანან და ჩვენც ყველას სწორ გზაზე დაგვაყენებენ",- აცხადებს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, 22 აპრილს "ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ, მმართველი პარტიის ორგანიზებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრება" გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics