2024-04-25 11:44:18, 315 ნახვა
საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, მშენებლობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
„2 084 706 ლარის ღირებულების პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომლის მშენებლობას შპს „მშენჯგუფი“ აწარმოებს.
მშენებლობის დასრულება უზრუნველყოფს აღსაზრდელების თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ საბავშვო ბაღში სწავლებას”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),