|
2024-04-24 14:39:36, 316 ნახვა
საზოგადოება
სამეგრელოს რეგიონში 11-მა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა 1,2 მლნ ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა 50%-იანი თანადაფინანსებით შეიძინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ აბაშის მუნიციპალიტეტში „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში შეძენილი ტექნიკა და იმპლემენტები დაათვალიერა. „მსხვილი ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა აგროკრედიტით ხელმისაწვდომი იყო. მცირე მეწარმეებისგან მხარდაჭერის პროგრამაზე იყო მოთხოვნა და ასეთი პროგრამაც შემუშავდა. ფერმერები, რომლებიც გაერთიანდებიან და შექმნიან კოოპერატივს, ტექნიკის შესაძენად მიიღებენ 50 პროცენტიან თანადაფინანსებას. მნიშვნელოვანია ფერმერების აქტიურობა და სახელმწიფო მზადაა მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს „ეწერი 2023", „აგრო გეზათი 2024“ და „სუჯუნა 2024“, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯამურად, 395,327 ლარის ღირებულების ტრაქტორებისა და იმპლემენტების შეძენა 197, 664 ლარით დაუფინანსდათ. აღნიშნული პროგრამით, 2023-2024 წლებში, საქართველოს მასშტაბით 62 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს დაუფინანსდა 7,275,591 ლარის ღირებულების 331 ერთეული გამწევი ტექნიკისა და იმპლემენტების შეძენა ღირებულების 50%-ით, 3,631,281 ლარით. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 2023-2024 წლებში, თერთმეტმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა სახელმწიფოსგან, 62 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორი და იმპლემენტები) შესაძენად, ღირებულების 50%-ის (640,000 ლარზე მეტი) თანადაფინანსება მიიღო; მათ შორის, აბაშის მუნიციპალიტეტში, პროგრამის ფარგლებში, შვიდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 423,273 ლარით დაუფინანსდა 43 ერთეული ტექნიკის (ტრაქტორი და იმპლემენტები) შეძენა. 2016-2023 წლებში ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 7500 ერთეული, 440 მლნ ლარზე მეტი ღირებულების, სხვადასხვა სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და იმპლემენტებია შეძენილი. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 122 მლნ ლარს აღემატება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)