|
2024-04-23 19:39:49, 435 ნახვა
საზოგადოება
30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად, ავტომობილის შესაბამისი მომზადება აუცილებელია. როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7-10 გრადუსამდე იზრდება, მანქანა ზაფხულის საბურავებით უნდა აღიჭურვოს. „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს სპეციალური შეთავაზებები უკვე მოუმზადა - 26 აპრილის ჩათვლით Petlas-ის საბურავებზე 30%-იანი ქეშბექი მოქმედებს. საბურავების სწორად შერჩევასა და სეზონის შესაბამისად შეცვლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ავტომობილის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის. ზაფხულის საბურავების შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდებით გამოირჩევა და როგორც სველ, ისე მშრალ საფარზე საიმედოა. მაშინ როცა, ზამთრის საბურავები მაღალი ტემპერატურის პირობებში რბილდება და შედეგად, გადაადგილება რთულდება. გარდა ამისა, ზაფხულში ზამთრის საბურავი უფრო სწრაფად ცვდება და მგზავრობა სახიფათო ხდება, განსაკუთრებით სწრაფი მანევრირებისას. მისი მაღალი პროტექტორები აჩქარებისა და დამუხრუჭებისას დეფორმირდება. იზრდება სამუხრუჭე მანძილი და მკვეთრი მანევრის შესრულებისას ავტომობილის დამორჩილება რთულდება. ასევე, თბილ ზედაპირზე ზამთრის საბურავების ხახუნის ძალა უფრო მაღალია, რაც საწვავის მოხმარების ზრდას იწვევს. იმისათვის, რომ მივხვდეთ, როდის არის საბურავი შესაცვლელი, უნდა დავაკვირდეთ პროტექტორებს შორის არსებულ ცვეთის ინდიკატორს. როდესაც პროტექტორის სიმაღლე ცვეთის ინდიკატორთან ახლოს მივა, აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რადგან ასეთი საბურავებით გადაადგილება უსაფრთხო აღარ არის. ახალი საბურავების შერჩევისას აუცილებლად გასათვალისწინებელია ავტომობილის დისკის ზომა და მწარმოებლის რეკომენდაციები. საბურავების არასწორი ზომის გამოყენებამ შესაძლოა, გამოიწვიოს როგორც გადაცემათა კოლოფის, ისე სხვა ნაწილების დაზიანება. „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს საბურავების ფართო არჩევანს სთავაზობს. კომპანიის სპეციალისტები კი მძღოლებს ავტომობილისთვის შესაბამისი აღჭურვილობის შერჩევაში დაეხმარებიან. __ თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)