|
2016-02-11 14:22:50, 487 ნახვა
პოლიტიკა
თამარ სანიკიძე: მეგონა გაიგებდით, ვიხუმრე, როდესაც ვთქვი, რომ მზად ვიყავი, პეტიციციაზე ხელი მეც მომეწერა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, იხუმრა, როდესაც თქვა, რომ მზად იყო, სკოლებში „ეროვნული იდენტობის შეურაცხმყოფელი საგნების არდაშვების“ თაობაზე მომზადებულ პეტიციაზე ხელი მოეწერა. სანიკიძის განმარტებით, მან ხუმრობით თქვა, რომ ისეთი ტექსტი ეწერა, სიმართლე რომ ყოფილიყო, ალბათ ხელს თავადაც მოაწერდა. მინისტრის თქმით, პეტიციის ტექსტი ჯანმრთელი ადამიანის დაწერილი არაა და თავიდან ბოლომდე ტყუილი და ცილისწამებაა. “ეს იყო ხუმრობა, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც იტყვიან ხოლმე, სასაცილო და სახუმარო კი არა, სატირალი ამბავია ნამდვილად. ის, რაც წავიკითხე პეტიციაში, ეს არ იყო ჯანმრთელი ადამიანის დაწერილი. თავიდან ბოლომდე ტყული, ცილისწამება, ხოლო რა დგას ამ განზრახვის უკან, ვკითხოთ იმ ადამიანებს იმიტომ, რომ ამაში რეალობის მარცვალიც კი არ იყო. კიდევ ერთხელ ამ ტყუილის საფუძველზე მოაგროვეს ხელმოწერები და ძალიან ბევრ ადამიანს უკვე დაუკავშირდნენ, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, ხელი რაზე მოაწერეს. მე ამ თემას აუცილებლად გავშლი და ძალიან მარტივია ამის დასაბუთება იმიტომ, რომ სხვა რომ არაფერი გავაკეთო, არსებობს საგნის სტანდარტი, რომელზედაც ვსაუბრობთ, წერა კითხვა ვინც იცის, ყველას შეუძლია ნახოს და წაიკითხოს.მე მეგონა, რომ გაიგებდით ხუმრობას, მაგრამ რადგან ვერ გაიგეთ გეტყვით, ვთქვი, რომ ისეთი ტექსტი ეწერა, ეს რომ სიმართლე ყოფილიყო, ალბათ, მეც მოვაწერდი ხელს-მეთქი, მაგრამ ცოტა იმის უკან უნდა გავიხედოთ, რა დგას ამ ყველაფრის უკან და რატომ აკეთებენ საერთოდ ამას“, -განაცხადა თამარ სანიკიძემ. შეგახსენებთ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ტელეკომპანია „ჯიდიესის“ ეთერით პეტიციას გამოეხმაურა, რომელიც სკოლებში „ეროვნული იდენტობის შეურაცხმყოფელი საგნების არდაშვებას“ ითხოვს. სანიკიძე ინტერვიუში შემდეგ ტერმინოლოგიას იყენებს: „თუ საპატრიარქო, განათლების სამინისტრო, სიტყვა-სიტყვით გადის და ხვეწს სტანდარტს, რატომ ვერ აღმოაჩინა ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაპატიოს მართლაც საზოგადოებამ და, მამათმავლობა, უსაფრთხო სექსი, იდენტობა?“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ და დასძინა, რომ საგნის სტანდარტზე სამინისტრო მუშაობას აგრძელებს და საბოლოო კონსულტაციებს საპატრიარქოსთან გადიან. ამასთან მინისტრი ინტერვიუში ამბობს: „ეს პეტიცია რომ წავიკითხე, შევშფოთდი, როგორც მშობელი, როგორც დედა, და უფრო მეტიც, მზად ვიყავი, მეც მომეწერა ხელი".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)