|
2024-04-20 17:53:38, 471 ნახვა
საზოგადოება
პაპუაშვილი - ეს სამება ურყევია, მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!
მამული, ენა, სარწმუნოება! ეს სამება ურყევია, მტკიცეა და წმინდა! მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანოპროექტის წინააღმდეგ გამართულ გუშინდელ აქციას ეხმაურება. "მისი დარღვევა არავის გამოსვლია, რადგან ის საქართველოსთან იგივდება ამ სახით, ამ დათქმით, ამ შეთანხმებით!", - წერს პაპუაშვილი. შეგახსენებთ, გუშინ, 19 აპრილს, "უცხოური გავლენის გამჭირვალობის" კანონპროექტის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები საღამოს 7 საათიდან რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ, მარშით გაიარეს თავისუფლების მოედანი იუსტიციის სახლამდე, იქიდან კი სანაპიროს გავლით, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალთან მივიდნენ, სადაც მათ ფიცი ამ სიტყვებით დადეს -"დავიცავთ, საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას,ჩვენს მამულს და ერთობას".
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)