20:06 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-19 15:45:01, 404 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - რატომ უნდა გაიწვიონ კანონპროექტი? საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას?!

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით მედიის კითხვას უპასუხა და  განაცხადა, რომ  აღნიშნული კანონპროექტის  გაწვევის საფუძველს ვერ ხედავს. 

კალაძის თქმით, „დასავლეთისგან მითითებები სახელმწიფოს ინტერესებისთვის საზიანო ისეთ საკითხებსაც ეხებოდა, როგორიცაა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება და ქვეყანაში  მეორე ფრონტის გახსნა".  

„რატომ უნდა გაიწვიოს აღნიშნული კანონპროექტი? საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას?! ჩვენ იმასაც გვეუბნებოდნენ, რომ თუ სააკაშვილს არ გამოვუშვებდით, ეს იქნებოდა ევროკავშირისგან  დაშორება, რომ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებდით, თუ სანქციებს არ შევუერთდებოდით და მეორე ფრონტი არ გაიხსნებოდა. 

ერთი რამე გავითვალისწინოთ - ყველამ უნდა ვიფიქროთ სახელმწიფოს ინტერესებზე, ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერებაზე. ჩვენ თუ დანგრეული და გაუბედურებულები, დაჩაჩანაკებული ვიქნებით, რომელ ევროპაზეა საუბარი? რომელ ევროპას მოუნდება ასეთი საქართველო? პირიქით, ძლიერები უნდა ვიყოთ და ძლიერი საქართველო არის ევროპისთვისაც მნიშვნელოვანი. არა მარტო ჩვენთვის, ევროპისთვისაც, ძლიერი საქართველოს შესვლა ევროკავშირში არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics