2024-04-19 11:39:46, 357 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სააგენტოს დირექტორი შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ხარაბაძესთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს, ის პროგრამები და პროექტები გააცნეს, რაც მათი განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით ხორციელდება.
მათივე ინფორმაციით, სააგენტოს დირექტორმა შეხვედრის მონაწილე დევნილების შეკითხვებს უპასუხა და მათი პრობლემები მოისმინა. დევნილ ოჯახებთან მსგავსი შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),