|
2024-04-17 00:48:24, 858 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ს რეაქცია
გავიმეორებ, რომ ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით ამ კანონპროექტის გამო, წინასწარ არ ვაანონსებთ შესაძლო სანქციებს ან ზომებს, რომელიც შეიძლება შემოვიღოთ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. “ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ის ჯერ კიდევ კანონპროექტად რჩება. და ამას წინათ, როდესაც ეს კანონპროექტი წარდგენილი იყო, ვნახეთ, რომ მან საკმაოდ წინ წაიწია, მაგრამ საბოლოო ჯამში კანონად არ იქცა. ასე რომ, არა მგონია, რომ ამ მომენტში პროგნოზირება შეგვეძლოს, თუ რა მოხდება, მაგრამ გავიმეორებ, რომ ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით ამ კანონპროექტის გამო. რაც შეეხება დემონსტრანტებს საქართველოში ან ნებისმიერ სხვა ადგილას მსოფლიოში, რა თქმა უნდა, აშშ მხარს უჭერს მსოფლიოში ყველას გამოხატვის თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას… რაც შეეხება [აშშ-ის] შესაძლო ნაბიჯებს, წინასწარ არაფერს განვიხილავ, მაგრამ იმას ვიტყვი, რომ ყოველთვის ასე - ჩვენ წინასწარ არ ვაანონსებთ შესაძლო სანქციებს ან ზომებს, რომელიც შეიძლება შემოვიღოთ,” - განაცხადა მილერმა. ამასთან ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატა რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოხატავს ქართული ოცნების მიერ კანონპროექტის ხელახლა ინიციირების გამო. აშშ-ის სავაჭრო პალატა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, "რაც შეიძლება მალე" გაიწვიონ კანონპროექტი. აშშ-ის სავაჭრო პალატაში აცხადებენ, რომ კანონპროექტი დააზარალებს უცხოური მხარდაჭერით განხორციელებულ პროგრამებს, ასევე ძირს გამოუთხრის საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირის წევრობისკენ და დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას და ზოგადად, საინვესტიციო გარემოს. კანონპროექტი ძალიან გაართულებს საქართველოს ევროკავშირის წევრობას და აღნიშნულია, რომ ახლა "კოლექტიური მიზანი" ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს, რითაც გასულ წელს, როდესაც ქვეყანას სტატუსი მიენიჭა "ყველა ამაყობდა". კანონპროექტი გამოიწვევს უცხოელების სტიგმატიზაციას და შედეგად, შესაძლოა ზიანი მიადგეს საქართველოს შესაძლებლობას, მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები. კერძოდ აღნიშნავენ, რომ "უცხოური ინვესტიციები და გამოცდილება, რომელიც მას მოჰყვება, საქართველოს განვითარების ქვაკუთხედია - რასაც კანონი რისკის ქვეშ აყენებს. უცხოური დახმარების "უცხო გავლენად" გამოცხადებას არ აქვს არაფერი საერთო გამჭვირვალობასთან და იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ზრუნვის საგანი მართლაც გამჭვირვალობაა, მათი განცხადებით, "შესაფერისი ზომა შესაძლოა მართვისა და ფინანსური ანგარიშების არსებულ წესებში ცვლილებების შეტანა ყოფილიყო". - წერია განცხადებაში აშშ-ის სავაჭრო პალატის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობასთან და ამბობენ, რომ კანონის დამტკიცებას ნეგატიური ზემოქმედება მოჰყვება. აქედან გამომდინარე, ისინი მოუწოდებენ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს, "რაც შეიძლება მალე" გაიწვიოს ხელისუფლებამ ეს კანონპროექტი. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტი კანონს პირველი მოსმენით კენჭს 17 აპრილს უყრის.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)