2024-04-15 16:37:33, 438 ნახვა
მსოფლიო
BBC - სიდნეის ერთ-ერთ ეკლესიაში ქადაგების დროს, ეპისკოპოსი და რამდენიმე ადამიანი დაჭრეს
ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში, ერთ-ერთ ეკლესიაში ქადაგების დროს, ეპისკოპოსი და რამდენიმე ადამიანი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია პოლიციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, დაკავებულია მამაკაცი, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობს, თავდასხმის მოტივი კი, უცნობია.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც BBC წერს, რამდენიმე დღის წინ სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარ თავდასხმასა და ეკლესიაში მომხდარს შორის კავშირი არ არის.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, სიდნეის სავაჭრო ცენტრში, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა მოკლა 6 ადამიანი, რომელთა შორის ქართვეელი ხელოვანი, 55 წლის ფიქრია დარჩიაც იყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,