|
2024-04-15 10:20:01, 380 ნახვა
პოლიტიკა
„გახარია საქართველოსთვის“ - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს რუსული კანონი
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, [უკან] გაიწვიოს რუსული კანონი. არც ჩვენ და არც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ დავუჭერთ მხარს კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს,- ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის წევრებმა განაცხადეს. როგორც პოლიტიკურმა ჯგუფმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, "საქართველოში უნდა არსებობდეს ერთადერთი კანონი, რომელიც ევროკავშირს კი არ აცხადებს მტრად, არამედ აღკვეთს ოკუპანტის გავლენებს". "მოვუწოდებთ ხელისუფლებას, [უკან] გაიწვიოს რუსული კანონი. არც ჩვენ და არც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ დავუჭერთ მხარს კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი მხარს დავუჭერთ ერთადერთ კანონს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შემავალ 2 პირობას: პირველი: კანონი უნდა გვიცავდეს მტრებისგან, კონკრეტულად კი ოკუპანტი სახელმწიფოს მტრული გავლნებისგან. მეორე: კანონი არ უნდა ხლეჩდეს და აპირისპირებდეს საზოგადოებას, მათი ნაწილის აგენტებად და მოღალატეებად გაფორმებით. აი, სწორედ ასეთი ეროვნული კანონია საფრანგეთში, ბრიტანეთში, ავსტრალიაში კანადაში და სხვა დასავლურ და ცივილიზებულ ქვეყნებში. "ოცნება" კი, რომელიც ამბობს, რომ თითქოს ამერიკული და ევროპული კანონები გადმოიღო, რეალურად აპირებს მიიღოს რუსული კანონი. როგორიც მიიღეს, მაგალითად, ყირგიზეთმა, უნგრეთმა, ბოსნიამ. როგორც ყოველთვის, ოცნება ამბობს ერთს - საქმით, კი აკეთებს მეორეს! თუ "ოცნება“ უარს იტყვის ეროვნული მიზნების დაცვაზე და დაარღვევს ამ ორ პირობას, სახელს ვერ დაარქმევს მტერს და ვერ მიმართავს თავის [რუსულ] კანონს კონკრეტულად ოკუპანტის წინააღმდეგ, მაშინ საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, გამოგონილი გამჭვირვალობის საფარქვეშ, საზოგადოება დაყონ აგენტებად და მოღალატეებად და ერთმანეთს დაუპირისპირონ. თუ ეს ესე არ არის (!) გაიწვიონ რუსული კანონი და დააწესონ ანგარიშგების საერთო სტანდარტი, გრანტის ყველა მიმღებისთვის, იქნება ეს კეზერაშვილის მიერ გაცემული, ივანიშვილის მიერ გაცემული თუ სხვა ვინმეს მიერ გაცემული გრანტი. ვიმორებ, საქართველოში უნდა არსებობდეს ერთადერთი კანონი, რომელიც ევროკავშირს კი არ აცხადებს მტრად, არამედ აღკვეთს ოკუპანტის გავლენებს. თუკი, "ოცნება“ რუსულ კანონს მიიღებს, დადასტურდება, რომ ივანიშვილის "ოცნების“ პირობებში საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი და დარჩება რუსული გავლენების ქვეყნების ჯგუფში.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)