03:47 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 13:42:52, 326 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - ქაოსი უნდა დამყარებულიყო სებ-ის მმართველობაში, კონსპირაციის მონაწილე პრეზიდენტმა კომისიის წევრად დაასახელა, მეორე წევრად კონკრეტული ტელევიზიის წარმომადგენელი, რომელიც კავშირშია პოლიტიკურ აქტივობებთან

სრული ქაოსი უნდა დამყარებულიყო ეროვნული ბანკის მმართველობაში, ამ  კონსპირაციის მონაწილე ადამიანი პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს შესარჩევი კომისიის წევრად დაასახელა, მეორე წევრად - კონკრეტული ტელევიზიის წარმომადგენელი, რომელიც პირდაპირ კავშირშია  პოლიტიკურ აქტივობებთან - „ქართუ ბანკის“ გაკოტრების პროცესში მონაწილეობდა,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკას“ განუცხადა.

ვოლსკი სვამს კითხვას -  "შეიძლება ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობის შესარჩევი კომისიის წევრად დანიშნო ადამიანი, რომელიც  გადადგა  ბანკის საბჭოს შემადგენლობიდან?"

„განა შეიძლება ეროვნული ბანკის შემადგენლობის შესარჩევი კომისიის წევრად დანიშნო ადამიანი, რომელიც  გადადგა თანამდებობიდან -  ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობიდან?  სრული ქაოსი უნდა დამყარებულიყო ეროვნული ბანკის მმართველობაში, ამ კონსპირაციის მონაწილე ადამიანი წევრად დაასახელა და მეორე წევრად - კონკრეტული ტელევიზიის წარმომადგენელი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ აქტივობებთან. უფრო მეტიც, სკანდალურ თემაში - „ქართუ ბანკის“ გაკოტრების პროცესში მონაწილეობდა“,- განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics