|
2024-04-11 16:27:10, 329 ნახვა
სამართალი
მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის რეინჯერებმა ბალდის კანიონის ბუნების ძეგლზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს
მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის რეინჯერებმა, პაატა ქიქავამ, გურამ ბასილაიამ და გოჩა ბართიამ ბალდის კანიონის ბუნების ძეგლზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, კერძოდ ტერიტორიაზე პატრულირებისას, რეინჯერებმა გამოავლინეს მოქალაქე, რომელიც გადაადგილდებოდა სანადირო თოფით და ზურგზე გადაკიდებული ტომრით. „მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქე შეეცადა გაქცეულიყო, რეინჯერებმა შეძლეს მისი შეჩერება და არარეგისტრირებული სანადირო თოფის და ტომრის ჩამორთმევა, რომელშიც აღმოჩნდა შვლის დანაწევრებული ხორცი. ჩამორთმეული ტვირთი შემდგომში ოფიციალურად გადაეცა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დაცული ტერიტორიების სააგენტო მადლობას უხდის რეინჯერებს იმ უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რაც შეაქვთ დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში”, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)