15:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-09 17:58:34, 648 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დამატებითი საბრძოლო მასალა გადასცა

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 5 000-ზე მეტი AK-47, ტყვიამფრქვევი, სნაიპერული შაშხანა, RPG-7 და 500 000-ზე მეტი საბრძოლო მასალა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა X-ზე [ყოფილ Twitter-ზე] ავრცელებს.

სარდლობის ცნობით, აღნიშნული საბრძოლო მასალა 2021 წლის მაისიდან 2023 წლის თებერვლამდე პერიოდში ჩამოართვეს გემებს, რომლებითაც იარაღი, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევით, "ჰუსიტ" მეამბოხეებს ირანის "ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსიდან" გადაჰქონდათ. 

"ეს იარაღი დაეხმარება უკრაინას რუსეთისგან თავის დაცვაში",- აცხადებენ შეერთებული შტატების ცენტრალურ სარდლობაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics