|
2024-04-07 16:37:45, 417 ნახვა
პოლიტიკა
ბითაძე - გეუბნებით, დაადეკლარირეთ შემოსავალი-თქო და რას აკეთებთ? უცხოელს ეძახით - წაართვი საქართველოს ვიზალიბერალიზაციაო - გგონიათ, მომავალს დაგაზიანებინებთ?!
მივმართავ ყველა ვითომ ოპოზიციონერს და ყველას, ვინც იბრალებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედიაა!! თქვენ გავიწყდებათ როგორც საქართველოს ისტორია, ასევე გავიწყდებათ, ვინ არის და რა შეუძლია ქართველ ერს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ “გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიით ქართველ ხალხს ვერავინ მოატყუებს". ბითაძის თქმით, "უცხოელს ვერ ეცოდინება ქართველზე უკეთ, თუ რა სჭირდება საქართველოს". “მივმართავ ყველა ვითომ ოპოზიციონერს და ყველას, ვინც იბრალებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედიაა!! თქვენ გავიწყდებათ როგორც საქართველოს ისტორია, ასევე გავიწყდებათ, ვინ არის და რა შეუძლია ქართველ ერს. ჩვენ ვართ ერი, ვინც საუკუნეების განმავლობაში გაუძლო სახელმწიფოებრიობის დანგრევას; ვინც გაუძლო საბჭოთა კავშირს, ჯერ სტალინის და დამოუკიდებლობის შემდეგ "ნაცების" დიქტატურას; ჩვენ ვართ ერი, ვისაც ვერ წაართვეს ენა, ვერ ათქმევინეს უარი სარწმუნოებაზე, ღირსებაზე და ადამიანურ ღირებულებებზე. ჩვენ ვართ თაობა, ვინც გაუძლო 90-იანებს, ძმათა ომს, დევნილობას და ბომბებს სამშობლოს თავზე. და თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოს მოატყუებთ და დაარწმუნებთ, რომ არის სადღაც ვინმე უცხოელი, ვინც უფრო კარგად იცის, რა ჭირდება ამ ქვეყანას? იმ უცხოელს, ვისაც სისხლით არ მოუპოვებია ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა?! 1. ლოზუნგით ყველა ციხეში - გვისმენდით, გვიჭერდით, ქონებას, ღირსებას და სიცოცხლეს გვართმევდით; ახლა გეუბნებით, როგორც ამერიკელმა, ისრაელის მოქალაქემ, ავსტრალიელმა და მალე ფრანგმა, სლოვაკმა, უკრაინელმა და ევროკავშირის ყველა ორგანიზაციამ უბრალოდ დაადეკლარირეთ თქვენი დონორის დაფინანსებული შემოსავალითქო და რას აკეთებთ?!!! 1.ეძახით უცხოელს დასახმარებლად - წაართვი საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ვიზალიბერალიზაციაო?! თქვენ მართლა ხომ არ ფიქრობთ, გაგიტარებთ და გაპატიებთ იმის დანგრევას, რაც თქვენ არ შეგიქმნიათ? თუ გგონიათ, ჩვენი შვილების მომავალს დაგაზიანებინებთ?! ვერა და არა, მეგობრებო!!! ზუსტად ისე ღირსებით და თანმიმდევრულად ვივლით ევროკავშირში წევრობის რთულ გზაზე, როგორც მივდიოდით და აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავაჩენთ ძალიან დიდ შანსს იმისთვის, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენ თანამოქალაქეებს დედა სამშობლოში დაბრუნების სურვილი მეტად და მეტად გაუჩნდეთ! p.s. მოდით, დამარეპორტეთ!”- წერს ბითაძე "ფეისბუქის" გვერდზე.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)