|
2024-04-03 23:48:46, 424 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე ოპოზიციაზე - თქვენ ხართ საქართველოს ოპონენტები და აკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს წარმატება, პროგრესი და წინსვლა
დიდი ხანია, აღარ ხართ ჩვენი ოპონენტები. თქვენ ხართ საქართველოს ოპოზიციაში, თქვენ ხართ საქართველოს ოპონენტები და აკეთებთ ყველაფერს აწმყოშიც, წარსულზე რომ აღარ გესაუბროთ, რომ საქართველოს არ ჰქონდეს წარმატება, პროგრესი და წინსვლა, - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში გამოსვლისას რადიკალურ ოპოზიციას. თალაკვაძის თქმით, "რადიკალურ ოპოზიციას წარსულზე საუბარი არ სურს" „ვხვდებით, რომ წარსულზე აქვთ ალერგია და ეთაკილებათ საკუთარი წარსული. ამიტომ მოგვიწოდებენ და საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ დაივიწყოს ჩვენმა სამოქალაქო საზოგადოებამ წარსული. წარსულის დავიწყებას რა მოჰყვება, ეს კარგად ვიცით ისტორიიდან და ჩვენი წინაპრებისგან. ამიტომ წარსული დავიწყებას ვერ მიეცემა ვერანაირად და ყოველთვის, როდესაც თქვენ იქნებით მორალის პოზიციიდან, ყოველთვის, როდესაც თქვენ ისაუბრებთ ადამიანის უფლებებზე, ეკონომიკაზე, ევროპულ ღირებულებებზე, იცოდეთ, ყოველთვის გაგახსენებთ წარსულს“, - განაცხადა თალაკვაძემ. მისივე თქმით, "რადიკალურ ოპოზიციას კარგად საქმე არც აწმყოში აქვს". „აწმყოშიც ძალიან ცუდად არის თქვენი საქმე, რადგან თქვენ არ გიხარიათ და არ გულშემატკივრობთ საქართველოს. თქვენ დიდი ხანია აღარ ხართ სახელისუფლებო გუნდისა და სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიის ოპოზიცია; დიდი ხანია, აღარ ხართ ჩვენი ოპონენტები. თქვენ ხართ საქართველოს ოპოზიციაში, თქვენ ხართ საქართველოს ოპონენტები და აკეთებთ ყველაფერს აწმყოშიც, წარსულზე რომ აღარ გესაუბროთ, რომ საქართველოს არ ჰქონდეს წარმატება, პროგრესი და წინსვლა“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)