17:46 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-29 15:55:36, 717 ნახვა

საზოგადოება
მერია - N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა

ვაკის რაიონში, ელიზბარ მინდელის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წინ საგზაო სამუშაოები ხორციელდება, რის გამოც N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ავტობუსი ნუცუბიძის ქუჩიდან პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, პირდაპირ ანჯაფარიძის ქუჩაზე ჩაუხვევს და მინდელის ქუჩაზე აღარ გადაადგილდება. 

"N326 მინდელის ქუჩას უკუმიმართულებით მოძრაობის დროსაც არ გაივლის. ავტობუსი პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან ანჯაფარიძის ქუჩის გავლით, პირდაპირ დაუკავშირდება ნუცუბიძის ქუჩას და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს. 

სამუშაოებს, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. 

გზის მოწესრიგების შემდეგ, N326 დადგენილ მარშრუტს დაუბრუნდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics