20:46 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-27 10:39:56, 655 ნახვა

საზოგადოება
გერმანიის ელჩი საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.

ამის შესახებ ელჩი სოციალურ ქსელში მცირე განცხადებას ავრცელებს.

"ვულოცავ საქართველოს. საქართველომ გეზი აიღო გერმანიაში "ევრო 2024"-სკენ. იმედია, იქ შევხვდებით",- წერს ფიშერი.

შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ, 26 მარტს საბერძნეთის ეროვნული ნაკრები პენალტების სერიაში, ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics