20:46 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-25 17:36:00, 650 ნახვა

საზოგადოება
„დინამო არენაზე“ დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს

საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, თბილისში, მეტროსა და ავტობუსების გარკვეული მარშრუტების მუშაობის დრო გახანგრძლივდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მეტრო მუშაობას 00:00-ის ნაცვლად, 27 მარტის 02:00 საათზე დაასრულებს და როგორც „დინამო არენაზე“, ისე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივრებს მოემსახურება.  

„გარდა ამისა, ავტობუსები - N301, N306, N308, N310, N311, N314, N315, N320, N326, N327, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N378, N381, N384, N386, N388, N391 და N397, 26 მარტის 22:00 საათიდან 27 მარტის 02:00 საათამდე იმოძრავებენ. 

„დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალურ მატჩს გამართავს. მატჩის პარალელურად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართება და ტერიტორიაზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანი განთავსდება. 

შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ ზონაში მისვლა გულშემატკივარს 19:00 საათიდან შეეძლება",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics