13:49 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-25 17:27:44, 1826 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება

ჩვენ ვიმეორებთ, რომ უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქალაქების უსაფრთხოებას და გადაარჩენს სიცოცხლეს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკი რუსეთის მიერ კიევზე მიტანილ იერიშს ეხმაურება და აცხადებს, "ტერორი უნდა დასრულდეს".

"მადლობელი ვარ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მაშველების, პოლიციის, კომუნალური მომსახურების მუშაკებისა და ყველა სხვა სამსახურის, რომელიც ჩართულია სამაშველო და აღდგენით სამუშაოებში, რუსეთის მიერ ამ დილით კიევზე თავდასხმის შემდეგ.

რუსმა ტერორისტებმა კიევს ბალისტიკური რაკეტები ესროლეს. სახლები დაზიანდა. ამ დროისთვის, დაშავებულია 5 ადამიანი. 

ჩვენ ვიმეორებთ, რომ უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქალაქების უსაფრთხოებას და გადაარჩენს სიცოცხლეს. ყველა ჩვენგანმა, ვინც პატივს ვცემთ და ვიცავთ სიცოცხლეს, უნდა დავასრულოთ ეს ტერორი",- წერს ზელენსკი Telegram-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics