14:21 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-22 14:40:08, 631 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მოსმენა მიმდინარეობს, ცოტა ხნის წინ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძესა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას, საარჩევნოდ უცხოეთში მყოფი ემიგრანტების საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის თემაზე, მმართველი პარტიის პოლიტიკა გააკრიტიკა.

"800 ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულე იძულებული გახდა 2012 წლის შემდგომ ქვეყნიდან წასულიყო იმიტომ, რომ შემოსავალი, სამუშაო ადგილი არ აქვს. ფასების ზრდის პირობებში უბრალოდ, ოჯახს ვერ არჩენენ. წავიდნენ ადამიანები იმისთვის, რომ სარჩო-საბადებელი იშოვონ და აქ შვილებს გადმოურიცხონ. მილიარდები შემოდის აქედან საქართველოს ეკონომიკაში. ყველა ჩვენს თანამემამულეს უნდა საქართველოში დაბრუნება...

მინდა გკითხოთ - რას ერჩით ამ ემიგრანტებს? ადამიანები, რომლებიც საკონსულოში მოგმართავენ საკონსულო აღრიცხვაზე და თქვენი საკონსულოები მათ არ არეგისტრირებენ. მაგალითად, ხელში მაქვს ბოლო ერთი თვის სტატისტიკა ნიუ-იორკის საკონსულოსთან დაკავშირებით. 52-მა ადამიანმა მიმართა ნიუ-იორკის საკონსულოს რეგისტრაციისთვის",- მიმართა ვაშაძემ დარჩიაშვილს.

აღნიშნულის შემდეგ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს უმრავლესობის წარმომადგენლებმა  "მოღალატე" და "ნაძირალა" უწოდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics