|
2024-03-22 10:59:55, 463 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ეროვნულ პარკში ახალი ეკოსაგანმანათლებლო და რეკრეაციული პროექტი განხორციელდება
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, თბილისის ეროვნულ პარკში, საბადურისა და ზედაზენის უბნებზე დაგეგმილი ახალი სარეკრეაციო და ეკოსაგანმანათლებლო სივრცეების მოსაწყობი ადგილები დაათვალიერა. მინისტრთან ერთად, თბილისის ეროვნულ პარკში იმყოფებოდნენ საქართველოში შვედეთის ელჩი ანა ლიბერგი, საქართველოში შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ერიკ ილესი და საქართველოში შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი. მინისტრმა საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვის პოლიტიკაზე ისაუბრა და ხაზი გაფართოებისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მნიშვნელობას გაუსვა. „ჩვენ ყოველწლიურად ვაარსებთ ახალ დაცულ ტერიტორიებს. ამჟამად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა რაჭაში არსებული დაცული ტერიტორიის გაფართოებასა და სამეგრელოსა და ზემო სვანეთში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის საკითხზე. აღსანიშნავია, რომ დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. შარშან მილიონზე მეტ ვიზიტორს ვუმასპინძლეთ და, ვფიქრობთ, ეს რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზრდება. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია შესაბამისი ეკოტურისტული, რეკრეაციული ინფრასტრუქტურა იყოს მოწყობილი. თბილისის ეროვნულ პარკშიც სამუშაოები უკვე დაწყებული გვაქვს. ეს უნიკალური ბუნება ქალაქთან ახლოს მდებარეობს და მას ძალიან ბევრი ვიზიტორი ჰყავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, დამსვენებელს მოწესრიგებული და მოწყობილი ინფრასტრუქტურა შევთავაზოთ. მინდა აღვნიშნო შვედეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, შვიდი მილიონ ორასიათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. სამინისტრო ამ მიმართულებით აგრძელებს მუშაობას. მიმდინარე წელს, მსგავსი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება, დაახლოებით, ათ ლოკაციაზე იგეგმება'', - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. როგორც საქართველოში შვედეთის ელჩმა, ანა ლიბერგმა აღნიშნა, შვედეთის მხარე პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ მეშვეობით, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესებასა და ბიომრავალფეროვნების დაცვა/აღდგენას, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ შვედეთის მხრიდან პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველოს“ ფარგლებში, განიხილება კომპონენტის დამატება, რომელიც თბილისის ეროვნული პარკის ეკოტურისტული და ეკოსაგანმანათლებლო მიმართულებით ფინანსურ მხარდაჭერას მოიაზრებს. ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებებისა და დიპლომატიური კორპუსისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს, იმყოფებოდნენ იმ ლოკაციებზე, სადაც დასასვენებელი ფანჩატურების, ბავშვთა გასართობი სივრცეების, ამფითეატრის, ლაშქრობის მოყვარულთათვის საპიკნიკე ადგილებისა და ახალი ეკობილიკების მოწყობაა დაგეგმილი. სამუშაოების დიდი ნაწილი აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებისათვის დასრულდება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)