2024-03-21 09:12:23, 562 ნახვა
საზოგადოება
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, მდინარე არაგვის ხიდზე, ერთ სამოძრაო ზოლზე მოძრაობა შეიზღუდება
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, მდინარე არაგვის ხიდზე, ერთ სამოძრაო ზოლზე მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ცნობით, მოძრაობა 10 დღით შეუზღუდება.
"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება), მიმდინარეობს დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენის სამუშაოები.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე 10 დღის განმავლობაში ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, მოძრაობა შეიზღუდება",- აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,