|
2024-03-20 16:23:57, 649 ნახვა
პოლიტიკა
ვარჰეი - უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ დაიწყეს გაწევრიანების პროცესი, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ეფექტურობის აღიარებაა
გამოწვევებისა და გაურკვევლობების მიუხედავად, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ დაიწყეს გაწევრიანების პროცესი, რაც არის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ეფექტურობის ცხადი აღიარება, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ევრონესტის საპრლამენტო ასამბლეის სესიაზე მიმართვისას აღნიშნა. როგორც ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, შექმნიდან 15 წლის გასვლის შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობას აქვს მნიშვნელოვანი შედეგები სხვადასხვა ადგილას. "ნება მიბოძეთ, მივესალმო ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ჩვენ კვლავ ვაჩვენებთ მედეგობას ლუკაშენკოს რეჟიმის სასტიკი სადამსჯელო ღონისძიებების პირისპირ. ბელარუსის მოსახლეობის მიმართ ევროკაშირის მხარდაჭერა არის პრიორიტეტი. ეს მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას სხვადასხვა სექტორში, ასევე დემოკრატიული ოპოზიციის მხარდაჭერას საზღვარგარეთ. ამ გამოწვევების და გაურკვევლობების მიუხედავად, ჩვენმა სამმა პარტნიორმა ქვეყანამ: უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ დაიწყეს გაწევრიანების პროცესი, რაც არის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ეფექტურობის ცხადი აღიარება, ამ ქვეყნების ევროკაშირთან დაახლოებით. შექმნიდან 15 წლის გასვლის შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობას აქვს მნიშვნელოვანი შედეგები სხვადასხვა ადგილას", - განაცხადა ვარჰეიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)