02:03 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-20 13:15:16, 406 ნახვა

საზოგადოება
გომელაური - შსს-ს მიერ გაცხადებული და დაგეგმილი პროექტების წარმატებით შესრულებამ საერთაშორისო ასპარეზზე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი განაპირობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცხადებული და დაგეგმილი პროექტების წარმატებით შესრულებამ, გაწერილი სამთავრობო გეგმებისა და სხვადასხვა რეფორმების განხორციელებამ, საერთაშორისო ასპარეზზე უსაფრთხო ქვეყნის  სტატუსი განაპირობა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გატარებული რეფორმებისა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობაზე  სტატისტიკური მონაცემები და საერთაშორისო კვლევები მეტყველებენ.

„გასულ წელსაც, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელებისა და მოქალაქეებისთვის საპოლიციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის არაერთი რეფორმა განვახორციელეთ. აღნიშნული რეფორმებისა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობაზე კი კონკრეტული სტატისტიკური მაჩვენებლები, ასევე ის საერთაშორისო კვლევები მეტყველებს, რომელიც ქართველი სამართალდამცველების საქმიანობას მაღალ შეფასებას აძლევს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics