|
2024-03-19 17:14:17, 592 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - პრემიერობაზე გვარამიას ამბიცია ნიშნავს, რომ მელია და გვარამია ერთმანეთს დაჭამენ
გვარამია პრემიერად - ეროვნულობის, სამართლიანობის, სიმართლის, კანონის უზენაესობის და ყველა ამ მიმართულებით ახალი ეპოქა და ერა გაიხსნება. თუ არა გვარამია, ამას ვერავინ შეძლებს ამ ქვეყანაში, ასეთ პიარ-კამპანიას შემოგვთავაზებენ,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, პარტია „ახალის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ნიკა გვარამია დასახელდეს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „პრემიერობაზე გვარამიას ამბიცია იმას ნიშნავს, რომ ნიკა მელია და ნიკა გვარამია ერთმანეთს დაჭამენ". „გვარამია პრემიერად - ახალი ეპოქა და ერა გაიხსნება ეროვნულობის, სამართლიანობის, სიმართლის, კანონის უზენაესობის და ყველა ამ მიმართულებით. გვარამიას პრემიერობის დროს შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი, დანარჩენი გამორიცხულია. თუ არა გვარამია, ამას ვერავინ შეძლებს ამ ქვეყანაში, ასეთ პიარ-კამპანიას შემოგვთავაზებენ ისინი. საერთოდ არ ვარ ამ შემთხვევაში ირონიული. რას ნიშნავს, გვარამიას რომ ამის ამბიცია აქვს? ეს იმას ნიშნავს, რომ მელია, გვარამია და სხვები დაჭამენ ერთმანეთს, მეტს არაფერს, მეტი შედეგი ამას ვერ ექნება“,- განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)