02:03 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-19 12:48:33, 443 ნახვა

საზოგადოება
50% ფასდაკლება სტუდენტებს მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებზე - თეატრის გენერალური სპონსორია ბაზისბანკი

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს, სპექტაკლების ბილეთებზე სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს.

სპეციალური შეთავაზება გულისხმობს 50% ფასდაკლებას თეატრის სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთების შეძენის მსურველებისთვის.

აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია:

- მიბრძანდეთ თეატრის სალაროში;
- წარადგინოთ სტუდენტის ბარათი;
- ერთ ბარათზე გაიცემა ერთი ბილეთი;

აქცია მოქმედებს მხოლოდ სპექტაკლის დღეს, 19:00 – 20:00 სთ. პერიოდში.

სტუდენტური ფასდაკლება არ მოქმედებს პრემიერის დღეებზე.

„ბაზისბანკი მესამე წელია კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის გენერალური სპონსორია და ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი პრემიერა თუ მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება განხორციელდა. მოხარული ვართ, რომ მარჯანიშვილის თეატრი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ეზიარონ ქართულ კულტურას და ახალი ინიციატივის ფარგლებში თეატრის მოყვარულები 50% ფასდაკლებით დაესწრონ სპექტაკლებს. ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის აქტიური მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, კიდევ ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტს შესთავაზებს მაყურებელს“, - აცხადებს თამარ, ხადური, ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics