|
2024-03-18 14:18:34, 909 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკისა“ და UNDP-ის თანამშრომლობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, 15-მა მეწარმემ გადამზადება გაიარა
"საქართველოს ბანკი" აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და ქალი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და EFSE Enterpreneurship Academy-ის ჩართულობით, "მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას" ახორციელებს. 12-15 მარტს პროგრამის მონაწილეებისთვის ინტენსიური საგანმანათლებლო ტრენინგები გაიმართა, სადაც პროგრამის მონაწილეები ბიზნესის მართვის საკითხებს გაეცნენ. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მეშვიდე ნაკადში 15 ქალი მეწარმე მონაწილეობდა. ოთხდღიან ტრენინგებზე, მათ დარგის ექსპერტებისგან სასარგებლო ინფორმაცია და რეკომენდაციები მიიღეს, მათ შორის, გაიგეს მეტი დეტალი ელ.კომერციის, გაყიდვების, გუნდის და ფინანსების მართვის, ადამიანის უფლებების, კომუნიკაციების და სხვა საკითხების შესახებ. პროექტის მომდევნო ეტაპზე, მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, სურვილისამებრ, ექსპერტებთან ინდივიდუალური კონსულტაცია გაიარონ. პროგრამის ფარგლებში, ასევე შეიქმნა სამი მასტერკლასი, რომელიც "საქართველოს ბანკის" უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაზე - Businesscourse.ge-ზეა ხელმისაწვდომი და მონაწილეებს მეწარმეობის საწყისებს, საბაზისო ციფრულ რესურსებს და ეფექტიან კომუნიკაციას აცნობს. აღსანიშნავია, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა 360°-იან მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროექტია და ოთხ ღირებულებას ეფუძნება. ესენია: ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება და თანამშრომლობა. პროგრამა ჯამში 200 ქალი მეწარმის მხარდაჭერას ითვალისწინებს და მათ შესაძლებლობას აძლევს, საწარმოს განვითარებისთვის საჭირო ფინანსები საგრანტო კონკურსში მონაწილეობით მოიპოვონ. რაც მთავარია, მონაწილეები პროგრამის დახმარებით ახალ პროფესიულ კონტაქტებს და გამოცდილებას იძენენ. „ჩვენთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია ისეთი პროექტების შექმნა, რომლებიც მცირე მეწარმეების განვითარებაზეა ორიენტირებული. განსაკუთრებით კი, მხარში ვუდგავართ ქალ მეწარმეებს, რადგან ისინი, ბიზნესის დაწყებისა და განვითარების გზაზე, ხშირად, დამატებით ბარიერებს ხვდებიან. სწორედ ამიტომ, მოხარულები ვართ, რომ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, ვქმნით მეწარმე ქალების განვითარების პროექტს და 200 ინოვატორ და მიზანდასახულ ქალს ვაძლევთ ცოდნის მიღების, სასარგებლო კონტაქტების დამყარების, ფინანსური რესურსების მოპოვების და უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სხვა საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერასაც, რაც არა მხოლოდ მეწარმე ქალებს, არამედ ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებს გაუმარტივებს საქმიანობას“, - აღნიშნავს რუსუდან ბარათაშვილი, "საქართველოს ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი. გაიგეთ მეტი მეწარმე ქალების განვითარების პროგრამაზე ამ ბმულიდან და თვალი ადევნეთ "საქართველოს ბანკის" საგანმანათლებლო ინიციატივებს ბიზნესისთვის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში.
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
თალიბანის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა „ჰიჯაბის არასათანადო “ ტარების გამო ქალების დაპატიმრების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციას
Axios-ის ცნობით, ირანმა თავს დაესხა აშშ-ის ბაზებს ბაჰრეინში, ქუვეითსა და იორდანიაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)