05:52 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-14 18:54:15, 1075 ნახვა

მსოფლიო
რიში სუნაკი - აზერბაიჯანს ახლა აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაასრულოს ხანგრძლივი კონფლიქტი სომხეთთან

ჩვენ გვჯერა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი მიაღწევენ მშვიდობას კლიმატური ცვლილებების ბაქოს სამიტამდე, - ამის შესახებ აღნიშნულია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის მიმართვაში, რომელიც მან ბაქოს მე-11 გლობალური ფორუმის მონაწილეებს გაუგზავნა.

აღსანიშნავია, რომ გაეროს კლიმატური ცვლილებების სამიტს ბაქო მიმდინარე წლის ნოემბერში უმასპინძლებს.

„დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ახალ სატრანსპორტო კავშირებს კასპიის ზღვის გასწვრივ. აზერბაიჯანს ახლა აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაასრულოს ხანგრძლივი კონფლიქტი სომხეთთან. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი განვითარება იქნება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მიღწევა COP29-მდე. ჩვენ ვაგრძელებთ აზერბაიჯანის მხარდაჭერას COP29-სთან დაკავშირებით. გვჯერა, COP29-მდე აზერბაიჯანი და სომხეთი მშვიდობას მიაღწევენ“, - აღნიშნულია მიმართვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics