21:29 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-14 12:43:55, 1007 ნახვა

სამართალი
პროკურატურა - მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ბრალდებულ 3 პირს 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ბრალდებული 3 პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021-2022 წლებში შპს „ქართრეიდის" დილერმა ზ.მ-მ, დირექტორებმა მ.ყ.-მ და  დ.ჩ.-მ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილის შეძენის მსურველი 7 პირისგან 209.220,00 აშშ დოლარი მიიღეს, საიდანაც ავტომობილების შესაძენად მხოლოდ 145.210,62 აშშ დოლარი გადარიცხეს, ხოლო 122.712.37 აშშ დოლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, რითაც დაზარალებულებს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენეს.

"სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და  მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება) წარედგინათ,  რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",- ნათქვამია გენპროკურატურის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics