05:35 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-13 17:06:43, 799 ნახვა

საზოგადოება
ნათია მერებაშვილმა ფალსიფიცირებული ალკოჰოლური პროდუქციით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე მიმდინარე ღონისძიების გახსნაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის კომპიუტერულ დანაშაულთან და ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფასთან ბრძოლის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური პროდუქციით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე გამართული ღონისძიება გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, ნათია მერებაშვილმა ღონისძიების გახსნის ცერემონიალზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

"გენერალური პროკურორის მოადგილის განცხადებით, მულტიუწყებრივი და მულტიეროვნული თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი კატეგორიის დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში. 

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ) და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით და ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე სწავლებაში საქართველოს სხვადასხვა უწყებიდან სამართალდამცავები (გამომძიებელი, პროკურორი, სასაზღვრო პოლიციის ოფიცერი, საბაჟოს წარმომადგენელი), მათ შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები და მებაჟე ოფიცრები მონაწილეობენ.  სემინარი ასევე შესაბამის პირებს სომხეთიდან, ყაზახეთიდან და თურქეთიდან მასპინძლობს.   

ორდღიანი სემინარის ფარგლებში მონაწილეები აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ექსპერტებისგან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღებენ ინფორმაციას, როგორიცაა: ფალსიფიცირებული  ალკოჰოლური პროდუქციის უკანონო ბაზართან ბრძოლა, მაღალი რისკის ტვირთების პრაქტიკული იდენტიფიცირება, ინტელექტუალური საკუთრების და სასაქონლო ნიშნის ხელყოფა, ონლაინ გაყიდვების გამოყენებით ჩადენილი დანაშაულის გამოძიება და სხვა. ასევე, განხილული იქნება დასავლური პრაქტიკის და სემინარში მონაწილე ქვეყნების საუკეთესო  მაგალითები.   

სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

საქართველოს პროკურატურისთვის სამეწარმეო/ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან ეფექტიანი ბრძოლა პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც გაგრძელდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics