|
2024-03-08 14:26:32, 757 ნახვა
პოლიტიკა
დავითულიანი - გვყავს რამდენიმე NGO, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობენ პოლიტიკაში და ამავდროულად ფინანსდებიან საერთაშორისო ფონდებისგან
ფაქტია, რომ ხდება არასამთავრობო სექტორის ნაწილის ინსტრუმენტალიზაცია ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან. ჩვენ გვყავს არასამთავრობო სექტორის სახელით ცნობილი რამდენიმე NGO, რომლებსაც აქვთ მსუყე დაფინანსება, პირდაპირ, უშუალოდ მონაწილეობენ პოლიტიკაში და ამავდროულად ფინანსდებიან საერთაშორისო ფონდებისგან,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. დავითულიანის თქმით, „დაფინანსების პრობლემა არ არის, თუმცა თუ არასამთავრობო სექტორს სურს, საქმიანობდეს, როგორც პოლიტიკური პარტია, ამ შემთხვევაში, რეგულაციის მიხედვით, უცხოური ფონდიდან დაფინანსებას არ უნდა იღებდეს". „დაფინანსების პრობლემა კი არ არის, უბრალოდ თუ არასამთავრობო ორგანიზაცია გქვია, უნდა მოიპოვებდე გრანტებს უცხოური ფონდებიდან, მაგრამ თუ გინდა პოლიტიკურ პარტიად საქმიანობდე, როგორც პოლიტიკური პარტია, იქ სრულიად სხვა რეგულაციებია და უცხოური ფონდიდან დაფინანსებას არ უნდა იღებდე. ჩვენთან ეს არის აღრეული, რაც ცუდია როგორც პოლიტიკისთვის, ცუდია პირველ რიგში, არასამთავრობო სექტორისთვის იმიტომ, რომ ზიანდება არასამთავრობო სექტორი, როდესაც ხდება მისი პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება და ეს რომ ხდება ფაქტია“,-აღნიშნა დავითულიანმა. მისივე თქმით, „არიან კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც იღებენ საერთაშორისო დაფინანსებას და პოლიტიკური მიზნები გააჩნიათ". „ჩვენ ვიცით კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც იღებენ საერთაშორისო დაფინანსებას, პოლიტიკური მიზნები გააჩნიათ, ამბობენ, რომ ხელისუფლება უნდა შეცვალონ. შეცვალონ არა როგორც დემოკრატიული პროცესის ხელშეწყობის მიზნით, არამედ უნდა შეცვალონ და მოიყვანონ მათთვის მისაღები და მათი თანამზრახველი პარტიები ხელისუფლებაში. ეს განაცხადა მაგალითად ეკა გიგაურმა პირდაპირ ოპოზიციური მიტინგიდან. თქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა დავაკომპლექტოთ დროებითი მთავრობა. გამოვიდა და პირდაპირ თქვა - ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას და პოლიტიკური მიზანი გაგვაჩნია. ამის მერე ის აგრძელებს დაფინანსების მიღება. ჩვენ ვიცით სხვა პოლიტიკური პარტიის წევრებიც, რომლებიც ასევე იღებენ დაფინანსებას და ირიბად ფინანსდება საერთაშორისო ფონდებიდან, ეს არის ფაქტი“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)