|
2024-03-08 12:56:44, 1028 ნახვა
პოლიტიკა
დავითულიანი ადეიშვილზე - EU-ის მხრიდან კრიმინალების პატივით მიღება არ შეიძლება - ეს ევროსკეპტიციზმს უწყობს ხელს
პირველ რიგში, კარგია რომ ევროკავშირის სტრუქტურები გამოეხმაურნენ იმ გულისწყრომას, რომელიც გამოხატული იქნა საქართველოში, ადეიშვილის ევროკავშირის სტრუქტურებში ვოიაჟის გამო. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ხმა მისწვდათ და კი, შეაწუხათ იმან, რომ მათთან სტუმრად იმყოფებოდა წამებაში მსჯავრდებული, ადამიანების ქონების მიტაცებაში მსჯავრდებული და ადამიანის გატაცებაში და ცემაში მსჯავრდებული ყოფილი პროკურორი და ყოფილი იუსტიციის მინისტრი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით განაცხადა. დავითულიანის თქმით, „არ შეიძლება კრიმინალების, რომლებიც მაღალ პოლიტიკურ თანამდებობის იკავებდნენ, პატივით მიღება ევროკავშირის მხრიდან, ვინაიდან ეს ევროსკეპტიციზმს ხელს უწყობს ქვეყანაში, რისი მოსურნეც არც საქართველოა და არც ევროკავშირი". „რაც შეეხება იმ ბრალდებას, რომ თითქოს ეს დეზინფორმაციის ნაწილია, არა ეს დეზინფორმაცია კი არ არის, ეს არის ფაქტი, რომ კრიმინალი, 4 სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილი იჯდა ევროპულ სტრუქტურებში ოფიციალურ მიღებაზე. ამასთანავე, პრობლემაა ის, რომ ის იყო უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში და ეს კიდევ ერთხელ ნათელ ყოფს და ხაზს უსვამს, რომ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობების გაფუჭებაში, რა თქმა უნდა, ცალსახად და ცალმხრივად უკრაინული მხარის აი ასეთი დამოკიდებულებაა პრობლემა, მიზეზი და სტიმული ამ ურთიერთობების გაფუჭების. რა თქმა უნდა, ეს არავის არაფერში არ სჭირდება, მით უმეტეს, მეტსაც გეტყვით, იმ პირების და პოლიტიკური ფიგურანტების, რომელსაც აგვისტოს ომისას ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებიათ საფრთხის ასაცილებლად, აი, ამ უკრაინისთვის რთულ პირობებში რაღაც მრჩევლებად და რაღაცნაირ ფიგურანტებად გამოყენება თვითონ უკრაინასაც, სამწუხაროდ, არაფერს არ არგებს და არ ვურჩევდი, რომ იმ ცუდი გამოცდილების ადამიანები დაიხმარონ ამ რთულ ვითარებაში თავისი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის პირობებში დადგა ურთულესი შედეგები მათი მმართველობით. საბოლოო ჯამში, პუტინის აგრესიამ და ადეიშვილის და მისი სხვა თანამზრახველების არასწორმა ქმედებებმა და ხშირად მოღალატეობრივმა ქმედებებმაც განაპირობა ის, რომ ჩვენ ქვეყანას ასეთი მძიმე შედეგები დაუდგა და არ მინდა, რომ უკრაინასაც ასეთი არასწორი გონებით აძლევდნენ რჩევებს",- თქვა დავითულიანმა.
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)