08:57 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-07 10:55:39, 752 ნახვა

საზოგადოება
„სელფი“ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია

"სელფი", ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ აბონენტს ემსახურება, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა. ქალთა გაძლიერების 7 პრინციპი საერთაშორისო ინსტრუმენტია, რომელიც შექმნილია გაეროს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ და წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს იმ კერძო კომპანიებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ ქალების გაძლიერებას სამუშაო ადგილზე, ბაზარზე, ზოგადად საზოგადოებაში.

კორპორაციული მდგრადობა "სელფის" განუყოფელი ნაწილია და როგორც გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმების წევრი, "სელფი" ზრუნავს  მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაზე. "სელფისთვის",  რომლის მმართველ გუნდს მნიშვნელოვანწილად ქალები შეადგენენ,  განსაკუთრებით აქტუალურია ქალთა გაძლიერების შემდგომი მხარდაჭერა. 

„ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიის მდგრადი განვითარების მიღწევის პროცესში. გენდერული თანასწორობა და ქალთა როლის ზრდა აუცილებელია კომპანიის წარმატებისთვის. გვსურს მადლობა გადავუხადოთ WEPs-ზე მომუშავე ადგილობრივ გუნდს და გაეროს ქალთა ორგანიზაციას საქართველოში გაწევრიანების პროცესში მხარდაჭერისთვის“, - აცხადებენ "სელფი მობაილში".





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics