|
2024-03-04 14:24:54, 914 ნახვა
ეკონომიკა
„შატო ვარციხე“ იმერეთში „თიბისისთან“ პარტნიორობით ვითარდება
გაზაფხულის დადგომასთან ერთად ბიზნესიც იღვიძებს, განსაკუთრებით კი, ეს ისეთ ბიზნეს იდეას ეხება, რომელიც ვენახების კვალდაკვალ დაიბადა და განვითარდა, ისე როგორც ეს სოფელ ვარციხეში მოხდა. „შატო ვარციხე“ ბაღდათის რაიონში 2022 წლის 4 აგვისტოს გაიხსნა. სასტუმროსა და რესტორნისგან შემდგარი შატო ერთადერთი არაა იმ საოჯახო ბიზნესიდან, რომელიც ოჯახს იმერეთში აქვს. შატოს ირგვლივ არტყამს 20 ჰა მიწის ფართობზე გაშენებული ვენახი, სადაც მოყვანილი ყურძნის სხვადასხვა ჯიშისგან 11 სახეობის ღვინოს და სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელს ადგილზე აწარმოებენ. „ჩვენი პირველადი მოტივაცია იმერული ღვინის წარმოება იყო, რისთვისაც შევიძინეთ ბაღდათის რაიონში მიწა და 2016 წელს პირველი ვაზი - ოცხანური საფერე ჩავყარეთ. ამას ეტაპობრივად დაემატა კიდევ სხვა ჯიშები, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ 11 სახეობის ღვინო ჩამოვასხათ. აგრეთვე გვაქვს სხვა ალკოჰოლური სასმელების წარმოებაც. ჩვენი ღვინო ამჟამად „ვარციხეს მარნის“ ბრენდის ქვეშ იყიდება, თუმცა უახლოეს მომავალში ვაპირებთ რებრენდინგს და ჩვენი პროდუქცია ბაზარზე „შატო ვარციხეს“ სახელით გამოვა“, - აცხადებს თამაზ ცირეკიძე, „შატო ვარციხეს“ დირექტორი. ვენახების ტერიტორიაზე შატოს აშენება მოგვიანებით გადაწყდა, მას შემდეგ რაც გამოიკვეთა რეგიონის ტურისტული პოტენციალი და შესაძლებლობები. ამჟამად „შატო ვარციხეს“ 20-მდე ნომერი აქვს კოტეჯების სახით, სადაც სტუმრების მიღება შეუძლია. შატოს აქვს რესტორანი, აუზი, საკონფერენციო დარბაზი, საჯინიბო და ხელოვნური ტბა, სადაც სტუმრებს თევზაობაც შეუძლიათ. „თიბისისთან" პარტნიორობამ საშუალება მოგვცა მნიშვნელოვნად გაგვეფართოებინა ჩვენი სასტუმროს ინფრასტრუქტურა, ავაშენეთ საკონფერენციო დარბაზი, საჯინიბო, ვაშენებთ მეორე აუზს და ა.შ. ეს 5 წლიანი პროექტია, რომლის ფარგლებში კიდევ ვაპირებთ გაფართოვებას და კოტეჯების დამატებას“, - ამბობს თამაზ ცირეკიძე. „შატო ვარციხე“ საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა Booking.com -ზე, სადაც სასტუმროს რეიტინგი 9.4 -ია, მომხმარებელთა კმაყოფილებას და შეფასებებს აქ განსაკუთრებით უფრთხილდებიან და უსმენენ. სტუმრებს მთელი მსოფლიოდან იღებენ, ისევე როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ამჟამად „შატო ვარციხეში“ 40-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი უმეტესობა ადგილობრივია. მომავალში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება, სასტუმროს და ვენახების გაფართოების კვალდაკვალ, რაც უახლოეს 5 წელიწადშია დაგეგმილი.
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)