22:37 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-04 11:27:17, 797 ნახვა

სამართალი
აჭარაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. 

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მახალაკიძეებში, ჩანჩხალოსა და ოლადაურში, მოქალაქეებს ლენტური ტიპის სახერხი საამქროები საკარმიდამო ეზოებსა და სპეციალურ შენობა-ნაგებობებში ჰქონდათ მოწყობილი. 

სოფელ ოლადაურში, სამართალდამრღვევს, უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიაზე 13 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) ჰქონდა განთავსებული. 

დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დაილუქა. 

„უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრიორიტეტია. რეგისტრაციის გარეშე  უკანონო სახერხი დანადგარის მონტაჟი სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება ჯარიმით ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ვინაიდან დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ აჭარაში გამოვლენილი სამივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოებში გადაიგზავნა. გარემოს დაცვის მიზნით, ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ  კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას და დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთას“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ.  

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics