|
2024-02-29 17:47:16, 658 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა ინდოეთის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ინდოეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნილაქში საჰა სინჰას (რეზიდენციით ერევანში) შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე. "შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. მათ ასევე განიხილეს არსებული პერსპექტივები და მზადყოფნა გამოხატეს აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა მომავალში სხვადასხვა მიმართულებით. ვახტანგ გომელაურმა ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს წარმატებები უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში. ელჩმა ნილაქში საჰა სინჰამ შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა ეფექტიანი თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნა ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)