|
2024-02-29 15:38:16, 716 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - ხომ არ სჯობს, ვიფიქროთ იმაზე, რა გვინდა ჩვენ და არა ის, თუ რა სურს რუსეთს
რუსეთს უნდა, აკონტროლოს არა მხოლოდ საქართველო, არამედ ალბათ, ევროპის ნაწილი. მას აქვს ყველა ამბიცია, შეინარჩუნოს იმპერიალისტური სისტემა, თუმცა ხომ არ სჯობს, იმაზე ვიფიქროთ, რა გვინდა ჩვენ და არა ის, თუ რა სურს რუსეთს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. შეკითხვას - გაქვთ შიშები რუსეთმა უკრაინაში წარმატებას რომ მიაღწიოს? - ზურაბიშვილმა უპასუხა: "ჩემი აზრით, ჩვენ ყველას უნდა გვაწუხებდეს, თუკი, პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს. მე არ ვფიქრობ, რომ ის ახლა უკრაინაში წარმატებულია. ის დამარცხდა თავისი ამბიციებით კიევის აღების, უკრაინის გაყოფის შესახებ. ეს ყველა დიდი ამბიცია ვერ განხორციელდება, ამიტომ, მას არ აქვს გამარჯვება". პრეზიდენტის თქმით, რასაც ახლა რუსეთი აკეთებს საქართველოსა და ევროპის ნაწილისთვის ეს ჰიბრიდული ომია. "საქართველოში რუსეთი არა მხოლოდ ერთხელ შემოიჭრა, ის შემოიჭრა სამჯერ. სხვა მეტი არაფერი დარჩა, რაც შეუძლია რუსეთს გააკეთოს. ის აგრძელებს ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას, სამხედრო ბაზები ახლა ე.წ. საოკუპაციო ხაზთან ჰყავს განლაგებული და რასაც ახლა რუსეთი აკეთებს ჩვენთვის და ევროპის ნაწილისთვის, ეს ჰიბრიდული ომია. რაც უკვე დაწყებულია. ის ცდილობს დესტაბილიზაციას, პროპაგანდას. დესტაბილიზაცია ჩვენ კარგად ვიცით. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის რომ ჩვენ უფრო რეზისტენტულები ვართ, ვიდრე სხვა ქვეყნები, გამოცდილებიდან გამომდინარე", - დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)