|
2024-02-29 12:45:49, 587 ნახვა
პოლიტიკა
მაჭარაშვილი ზურაბიშვილზე - შეწყალებით, ის პრაქტიკულად შეეხიდება და „ვივამედში“ დაჯდება სააკაშვილთან
ამ რეზოლუციას ჰქვია ევროპარლამენტი ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ. თუ რამე აღვივებს ანტიდასავლურ განწყობებს საქართველოში, ეს არის სწორედ ასეთი ტიპის რეზოლუციები, ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს და ეუბნება, რომ კანონის დარღვევით გამოუშვან პატიმარი სააკაშვილი, - ასე ეხმაურება ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებას. მაჭარაშვილის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "პრაქტიკულად შეეხიდება და "ვივამედში" დაჯდება მასთან ერთად". "ამ რეზოლუციას ჰქვია ევროპარლამენტი ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ. თუ რამე აღვივებს ანტიდასავლურ განწყობებს საქართველოში, ეს არის სწორედ ასეთი ტიპის რეზოლუციები, ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს და ეუბნება, რომ კანონის დარღვევით გამოუშვან პატიმარი სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ეს არის ზუსტად ანტიევროპული განწყობა და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ანტიდასავლური დეზინფორმაციის შეკავებაზე, ეს არის ზუსტად, შეიკავოს თავი ევროპარლამენტმა ასეთი რეზოლუციების მიღებისგან და აღარ იქნება ანტიდასავლური განწყობები. ამ შეწყალებით, ის [პრეზიდენტი] პრაქტიკულად შეეხიდება და "ვივამედში" დაჯდება სააკაშვილთან",- განაცხადა მაჭარაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ, 28 თებერვალს ევროპარლამენტმა ორი რეზოლუცია მიიღო, რომლებშიც საქართველოსადმი მხარდაჭერაა გამოხატული. ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ მისი მოთხოვნით, საქართველოს მხარდასაჭერ რეზოლუციაში ცვლილებები შეიტანეს, რომელთა შორის ერთ-ერთი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)