|
2024-02-29 12:22:25, 716 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე - მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩემით მივიღებ და პასუხს მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე ვაგებ
ჩემი მხრიდან მხოლოდ ერთი შესაძლებლობა მაქვს, რომელზეც არასდროს ვაკეთებ კომენტარს. ეს მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩემით მივიღებ და პასუხს მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე ვაგებ და ეს ნამდვილად არ არის ის, რაზეც გავლენა შეიძლება მოახდინო საგარეო, ან შიდა ზეწოლით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის ღონისძიებაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევნები არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ სად იქნება მიხეილ სააკაშვილი. "თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევნები არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ სად იქნება სააკაშვილი. ის დაპატიმრებული პოლიტიკური ოპონენტი არაა, ის ნავალნი არ არის, ის ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც თავისი პრეზიდენტობის დროს ბევრი ისეთი რამ ჰქონდა, რასაც არ ვიცი, რა დავარქვა, ავტოკრატიული, ავტორიტარული რეჟიმების ციხეებში ადამიანის უფლებების დარღვევების ტენდენცია, ეს ყველაფერი გვინახავს სააკაშვილის მმართველობის დროს და ამაში გვიცხოვრია. ასე რომ, ის ციხეში რეალური მიზეზების გამოა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჰუმანიტარული პერსპექტივა არ უნდა იყოს დაცული და მე ძალიან ახლოდან ვაკვირდებოდი იმას, თუ რა ემართებოდა მას ციხეში. გეთანხმებით, რომ რეპუტაციული მხრივ, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, სადმე სხვაგან ყოფილიყო, ეს მთავრობის მისაღები გადაწყვეტილებაა. ჩემი მხრიდან მხოლოდ ერთი შესაძლებლობა მაქვს, რომელზეც არასდროს ვაკეთებ კომენტარს. ეს მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩემით მივიღებ და პასუხს მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე ვაგებ და ეს ნამდვილად არ არის ის, რაზეც გავლენა შეიძლება მოახდინო საგარეო, ან შიდა ზეწოლით", - განაცხადა ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ მისი მოთხოვნით, საქართველოს მხარდასაჭერ რეზოლუციაში ორი ცვლილება შეიტანეს, რომელთა შორის ერთ-ერთი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)