|
2024-02-28 12:50:51, 711 ნახვა
საზოგადოება
კალაძის განცხადებით, 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდება
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, M3 კატეგორიის ავტობუსების შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება დაევალა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტმა 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი უკვე შეისყიდა. „თავდაპირველად გავაჟღერეთ, რომ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის აუცილებლობა იყო, თუმცა ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მხოლოდ 160 ერთეული შევიძინეთ. 40 ერთეული ავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებულია. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაევალა M3 კატეგორიის ავტობუსების შესყიდვის მიზნით კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება. ამ მხარდაჭერისთვის, პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა განმარტა, თუ რა პირობებზე უნდა იყოს გათვლილი ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ახალი ავტობუსები. „ავტობუსები სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შშმ პირებისთვის; ავტობუსებს უნდა ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილი იქნება თბილისის კლიმატურ პირობებზე; აღჭურვილი უნდა იყოს ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ავტობუსებში უნდა განთავსდეს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და აღნიშნული სისტემის მართვის კომპიუტერს. „ავტობუსები გათვლილი უნდა იყოს 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსებში უნდა განთავსდეს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და აღნიშნული სისტემის მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე, WIFI მოწყობილობას“, - განაცხადა კალაძემ.
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)