2024-02-24 11:26:51, 731 ნახვა
მსოფლიო
ნაუსედა - უკრაინელებმა გაუტეხლობის დიდებული მაგალითი უჩვენეთ მსოფლიოს - არასოდეს დაგტოვებთ მარტო ამ ბრძოლაში
ძვირფასო უკრაინელო ძმებო და დებო, ამ საშინელი ომის 2 წლისთავზე მოგმართავთ უდიდესი პატივისცემით. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით და არასოდეს დაგტოვებთ მარტო ამ ბრძოლაში, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს.
ნაუსედას თქმით, უკრაინელებმა მსოფლიოს დაუმარცხებლობისა და გაუტეხლობის დიდებული მაგალითი აჩვენეს.
"ძვირფასო უკრაინელო ძმებო და დებო, ამ საშინელი ომის 2 წლისთავზე მოგმართავთ უდიდესი პატივისცემით. თქვენ დაუმარცხებლობისა და გაუტეხლობის დიდებული მაგალითი უჩვენეთ მსოფლიოს. თქვენი სიმტკიცე და წინააღმდეგობა ყველა ლიეტუველისთვის ანათებს, როგორც იმედის შუქურა. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით და არასოდეს დაგტოვებთ მარტო ამ ბრძოლაში", - წერს ნაუსედა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,