14:15 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-23 21:47:26, 795 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ლვოვში ამერიკელ სენატორებს შეხვდა

ლვოვის რეგიონში სამუშაო ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერს ჩაკ შუმერს, ასევე სენატორებს რიჩარდ ბლუმენტალს, ჯეკ რიდს, მაიკლ ბენეტისა და მეგი ჰასანს შეხვდა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს ომის 2 წლის მანძილზე გაწეული დახმარებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„ეს არის სერიოზული გზავნილი აშშ-სგან, ამერიკელი ხალხისგან. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მხარს გვიჭერთ. ამერიკელები ჭეშმარიტების მხარეს არიან და ჩვენ საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ. მადლობას გიხდით, რომ გვეხმარებით დემოკრატიის შენარჩუნებაში არა მხოლოდ უკრაინაში. დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა მთელ მსოფლიოში უნდა გაგრძელდეს. ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენ ყოველთვის გვქონდა განცდა, რომ აშშ ჩვენთანაა", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics