|
2024-02-23 20:33:38, 653 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება 22 თებერვალს, ტელეკომპანია „ფორმულას" მიერ, მომზადებულ სიუჟეტში გამოთქმულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას ეხება. აღნიშნულ განცხადებას შემოსავლების სამსახური თავადვე ავრცელებს. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ : ტელეკომპანიამ განაცხადა, რომ ბრიტანულმა მედიასაშუალება Sky News-მა გამოაქვეყნა ქვეყნის საბაჟო სტატისტიკის დეტალური კვლევა, რომლის მიხედვითაც, სამხედრო დანიშნულების საქონელი/ტექნიკა სანქციების მიუხედავად, შედის რუსეთის ფედერაციაში და რომ თითქოს აღნიშნულ კვლევაში ტრანზიტულ ქვეყნებს შორის დასახელებულია საქართველო. ამასთან, ტელეკომპანია „ფორმულას" თქმით, კვლევაში აღწერილი იყო კონკრეტული სქემაც თუ როგორ აღწევს, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის გავლით, ორმაგი დანიშნულების მქონე პროდუქცია რუსეთამდე - რაზეც კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ არის სრული სიცრუე და ყალბი პროპაგანდა. აღსანიშნავია, რომ თავად Sky News-ის მიერ, მომზადებულ სიუჟეტში საქართველო ნახსენები იყო ზოგადად, როგორც რუსეთთან სახმელეთო საზღვრის მქონე სახელმწიფო და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით, არც კვლევაში დასახელებულა არცერთი ფაქტი თუ რა სახის და რა რაოდენობის საქონლის ექსპორტი განხორციელდა დიდი ბრიტანეთიდან საქართველოს დანიშნულებით. სამწუხაროა, რომ არც Sky News-ის მხრიდან და არც ქართული მედიის მხრიდან, რეპორტაჟის მომზადების პროცესში, არავინ დაკავშირებია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს კონკრეტული ფაქტების გადასამოწმებლად და ოფიციალური სტატისტიკის გამოთხოვის მიზნით. ოფიციალური სტატისტიკის მიღებისა და გავრცელების შემდგომ, საზოგადოება გაიგებდა, რომ 2023 წლის მონაცემებით, მაღალი რისკის მქონე პრიორიტეტული საქონელის (რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნეს სამხედრო მიზნებისთვის) დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში იმპორტის მაჩვენებელი მთლიანი იმპორტის მხოლოდ 1%-ს შეადგენს და საერთაშორისო სანქციების დაწესების შემდგომ 40%-ით არის შემცირებული. ამასთან, აღნიშნული საქონელის იმპორტი სანქციების დაწესებამდე და მის შემდეგაც, განხორციელებულია უშუალოდ საქართველოში გამოსაყენებლად და არ მომხდარა მისი შემდგომი ექსპორტი სანქცირებულ ქვეყნებში. კიდევ ერთხელ, ვაცხადებთ, რომ საქართველო სრულად და მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს ამის საპირისპირო დამადასტურებელი არცერთი ფაქტი. საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სანქცირებული საქონლის მკაცრ კონტროლს. სწორედ სანქციების ეფექტური აღსრულების და პრევენციული ღონისძიებების გატარების ერთ-ერთი მაგალითია, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების შემთხვევები, საიდანაც 29 შემთხვევაში გამომგზავნი ან წარმოშობის ქვეყანა იყო დიდი ბრიტანეთი. შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ადგილობრივ და საერთაშორისო მედიასაშუალებებს სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის გავრცელებისას, იხელმძღვანელონ ოფიციალური წყაროებიდან და იმ შემთხვევაში თუ დამატებითი შეკითხვები იქნება აღნიშნულ რეგულაციებთან დაკავშირებით, განმარტებისთვის მიმართონ სანქციების აღსრულებაზე პასუხიმგებელ უწყებას - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)