|
2024-02-23 21:18:48, 902 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ 2024 წელს, ნარკოდანაშაულისთვის 270 პირს, მათ შორის 41 ნარკორეალიზატორს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ 2024 წელს, ნარკოდანაშაულისთვის ბრალდება 270 პირს წარუდგინა, მათ შორის 41 პირს ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისთვის, გასაღების მცდელობისა და მომზადებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჩატარებული გამოძიებით დაადგინა, რომ დაკავებული პირები საქართველოს რეგიონებში, მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ, როგორც ტრადიციული (ხელიდან ხელში), ისე ე.წ. ,,ლოკაციებზე" განთავსების გზით ნარკოტიკებით ვაჭრობას ახორციელებდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ გასაღებული და ლოკაციებზე განთავსებული არაერთი სახის ნარკოტიკული საშუალება: ,,ჰეროინი", ,,კოკიანი", ,,მეტამფეტამინი", ,,ალფა-პვპ", ,,ბუპრენორფინი" (სუბოტექსი), ,,მეთადონი", ,,მეფედრონი", ,,მორფინი" და ,,მარიხუანა". "ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისთვის, გასაღების მცდელობისა და მომზადებისთვის ბრალდებული 41 პირიდან, ნარკოტიკული საშუალების გასაღების, გასაღების მცდელობისა და მომზადების ფაქტზე ბრალდება წარდგენილი აქვს 16 პირს; დიდი ოდენობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების, გასაღების მცდელობისა და მომზადებისთვის -13 პირს; განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და გასაღების მომზადების ფაქტზე - 3 პირს, ხოლო 9 პირს - ,,მარიხუანას" უკანონო გასაღებისთვის. დანაშაულები სასჯელის სახით 3 წლიდან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულების უმრავლესობას სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა. ყველა სხვა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოში ასევე მოთხოვნილი იქნება პატიმრობა. აქვე, საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვინდა განვმარტოთ, რომ საქართველოს პროკურატურა უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს ნარკორეალიზატორების მიმართ და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები მათზე არ ვრცელდება. აღსანიშნავია ის შედეგებიც, რაც 2023 წელს სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდა ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში: სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 210 ნარკორეალიზატორის მიმართ, ასევე ამავე დანაშაულზე გამამტყუნებელი განაჩენი უკვე დადგა 183 პირის მიმართ. პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას მომავალშიც გააგრძელებს", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)