|
2024-02-22 16:13:49, 997 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი პაპუაშვილს - ეს წელი პარლამენტის და ქვეყნის ისტორიაში რუსული კანონის წლად შევა
ბატონო შალვა, ეს წელი თქვენს ბიოგრაფიაში, პარლამენტის ისტორიაში და ამ ქვეყნის ისტორიაში შევა რუსული კანონის წლად, - ასე მიმართა პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. ნაცვლიშვილის თქმით, შალვა პაპუაშვილმა "უცხოური აგენტების" კანონპროექტის დაინფიცირება საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული "რუსული სპეცოპერაცია" იყო. "ბატონო შალვა, ეს წელი არამხოლოდ თქვენს ბიოგრაფიაში, პარლამენტის ისტორიაში და ამ ქვეყნის ისტორიაში შევა რუსული კანონის წლად. ბევრი მტკიცებულებაა, რომ დიახ, ეს იყო რუსული კანონი და ეს იყო რუსული სპეცოპერაცია განხორციელებული საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ თქვენი ხელით, მაგრამ ყველაზე ნათელი, ყველაზე მძიმე მტკიცებულება არის ახლა ის, რაც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში, იქაც, ოკუპანტის მიერ დასმულმა ხელისუფლებამ დააინიცრა ზუსტად იგივე კანონი, ახლა, თქვენ გაარჩიეთ, პირველი თქვენ დაგიკვეთეს თუ მათ", - განაცხადა ნაცვლიშვილმა. მისივე თქმით, პარლამენტი სათანადოდ ვერ ასრულებს საზედამხედველო ფუნქციას. "ზედამხედველობის ნაწილი არის სრული ფიქცია. დღეს საქართველოს პარლამენტი არანაირი ზედამხედველობას არ ახორციელებს. ზედამხედველობა არ არის მადლობების დაღვრა მინისტრების მიმართ. ზედამხედველობა არის საკუთარი თანაგუნდელებისთვის სიმართლის თქმა, როდესაც ქვეყანაში არის მძიმე პრობლემები", - დასძინა ნაცვლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)